მუნიციპალიტეტის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში. ის ორი რელიეფური ზონისაგან შედგება: მთიანინაწილი(800 მ-მდე ზღვის დონიდან) და დაბლობი. ადმინისრტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა, რომელიც მდებარეობ სზღვის დონიდან 170 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი დედაქალაქიდან 198 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ყველაზე ახლომდებარე რკინიგზის სადგურია ზესტაფონი, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარია, რომელიც ქალაქ თერჯოლიდან 45 კილომეტრზე მდებარეობს. თერჯოლიდან 110 კილომეტრის დაშორებით კი ფოთის საზღვაო პორტი მდებარეობს.
მოსაზღვრე რაიონები: თერჯოლას დასავლეთით ესაზღვრება ქ. ქუთაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ზესტაფონის, ჩრდილოეთით ტყიბულის, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჭიათურის და სამხრეთით ბაღდათის რაიონები.