საკრებულოს ბიურო
ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და
ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
ბიუროს წევრები:
გიორგი ბარათაშვილი
დავით გოგბერაშვილი
ჯემალი ისაკაძე
ნინო ჩხიკვაძე
ბადრი ბუცხრიკიძე
ბიძინა ბუცხრიკიძე
თემური ქოჩიაშვილი
გრიგოლ გიორგაძე
შალვა ჭანკვეტაძე
გოჩა ვერულაშვილი
კახა ბუცხრიკიძე
ტარიელ ფანჩულიძე
ბიუროს უფლებამოსილება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო
პროგრამის პროექტებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი
სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;
დ) ამტკიცებს (გარდა ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომისა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ე) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;
ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს
კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;
თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს.