თერჯოლაში „მოყვარულთა ლიგა - 2026“ მიმდინარეობს
5 ივნისს, თერჯოლაში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით „მოყვარულთა ლიგა - 2026“ - ის მუნიციპალური ტურნირი დაიწყო. სასტარტო მატჩზე ერთმანეთს, ქ. თერჯოლის და ქვედა სიმონეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩს, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე დაესწრნენ.
სპორტულ ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან წარმოდგენილი 8 გუნდი ჩაერთო. გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც რეგიონულ ტურნირში ჩაერთვებიან.