თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულო:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) დასახლების საერთო
კრება;
ბ) პეტიცია;
გ)მუნიციპალიტეტის საკრებულოს
და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
დ) მუნიციპალიტეტის
მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების
მოსმენა;
გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტი
იყენებს მოქალაქეთა ჩართულობის შემდეგ ფორმას:
გენდერული თანასწორობის
საბჭო – ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ –საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო
ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საკრებულოს
რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის
მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის
უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის
მიზნით. ( გზამკვლევი დადგენილების სახით https://matsne.gov.ge/document/view/5637317?publication=0
)