თერჯოლის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მრეწველობა ემყარება ადგილობრივ ენერგეტიკულ, მინერალურ და სასოფლო-სამეურნეო რესურსებს. მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი 11 სტრატეგიული ობიექტია ჰიდროელექტროსადგური ძევრულაჰესი, რომელიც
1956 წლიდან ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წამყვანი დარგია, განვითარებულია მევენახეობა, მემარცვლეობა, მეცხოველეობა, მეტნაკლებად განვითარებულია ასევე მეფუტკრეობა, მეფრინველეობა და მეთხილეობა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია კლასიკური იმერული ღვინის წარმოებისათვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია აბორიგენული ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური და ოცხანური საფერე, შესაბამისად სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მევენახეობა, მეღვინეობაა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შპს ,,მეღვინეობა ხარება“ ვენახების სერიოზულ ფართობებს ფლობს, ასევე ახორციელებს მოსახლეობის მიერ წარმოებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებას, რომლისგან წარმოებული ღვინოები დიდი წარმატებით იყიდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა სასათბურე მეურნეობები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ გათბობის სისტემების ხელმიუწვდომლობის გამო ზამთრის პერიოდში ორიენტირებულნი არიან ძირითადად მწვანილეული კულტურების წარმოებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ამ კულტურების ჭარბწარმოებას და სეზონურ ფინანსურ ჩავარდნებს. თაფლოვანი კულტურების რესურსების დიდი რაოდენობის მიუხედავად მუნიციპალიტეტში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული მეფუტკრეობა. მუნიციპალიტეტში ძირითადად განვითარებულია ვაჭრობა, რაც შეეხება მრეწველობას და მძიმე მრეწველობას ნაკლებადაა განვითარებული.
მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე არის ჰიდროელექტროსადგური „ძევრულაჰესი“