ზედა სიმონეთში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ზედა სიმონეთში იმყოფებოდა. მანუჩარ რობაქიძემ აბჟანდაძეების საუბნო გზის კეთილმოწყობისა და სიმონეთი- ძევრის დამაკავშრებელ გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს ზედა სიმონეთის სოფლის ცენტრიდან აბჟანდაძეების უბნამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 980000 ლარს,
პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 3 კმ-ზე, ასევე სანიაღვრე არხები. პროექტი გარდამავალია, სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გი-ან 2011".
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით კი სოფ. ძევრი-ზედა სიმონეთის დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტმობილო გზის ნაპირსამაგრის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საყრდენი კედელი, გაბიონები და აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი, სამუშაოებს აწარმოებს შპს „გოლდ ფაუერ“-ი.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, მერის წარმომადგენლები საკრებულოსა და სოფელ ზედა სიმონეთში , სოსო ჩაფიჩაძე და მერაბ ბაზაძე ესწრებოდნენ.