• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ზედა სიმონეთის საუბნო გზა რეაბილიტირდება

რეგიონული განვითარების  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით , თერჯოლაში  მე-18  საგზაო  პროექტის  მშენებლობა მიმდინარეობს.

   საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის  მერის  მონიტორინგის ფარგლებში  ხორციელდება.

მანუჩარ რობაქიძემ ამჯერად , ზედა სიმონეთის საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯემალ ისაკაძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან  ერთად, ადგილზე  გაეცნო აბჟანდაძეების უბანში - 2,6 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე , მიმდინარე სამუშაოებს.

  როგორც  აღნიშნულ ობიექტზე  პასუხისმგებელი  შპს  ,,გიანის,,  წარმომადგენლები ამბობენ,  სოფელს კეთილმოწყობილი გზა  ერთ თვეში ჩაბარდება . ამის შემდეგ კი  აბჟანდაძეების ქუჩის მაცხოვრებლები შეძლებენ  მათთვის პრიორიტეტული ხარისხიანი გზით ისარგებლონ.

   თერჯოლაში, რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თადაფინანსებით მიმდინარეობს ასევე სამი უმნიშვნელოვანესი  პროექტი :

1.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია.

2. ვ.კუბლაშვილის სახელობის  მუსიკალური სკოლის  რეაბილიტაცია

3. სოფელ ძევრის წლის სისტემის  რეაბილიტაცია

#