🛣️რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ზედა და ქვედა ალისუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
🔶სამშენებლო სამუშაოები, დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გოგბერაშვილმა, ალისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბადრი ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრმა, კობა კაცაძემ ადგილზე დაათვალიერეს, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ესაუბრნენ.
#ამდროისთვის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
🛣️პროექტის ფარგლებში 1 კმ-მდე არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.
🔶გარდა ამისა, აღნიშნულ გზაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“ ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გარე-განათება მოეწყობა.