🇬🇪ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა ქართველ კომპოზიტორთა სხვადასხვა კომპოზიციები შეასრულეს.
🎶კლასიკური მუსიკის კონცერტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე ესწრებოდნენ.
🎶ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა.
🎶სამუსიკო სკოლა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით, რომლის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს დაწყებითი მუსიკალური განათლება, აღზარდოს აქტიური და ინტელექტუალური მსმენელი და ამასთან გამოავლინოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები.
🇬🇪ღონისძიებას ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო, განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.