• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

უხვი თოვლისგან შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უამინდობით და უხვი თოვლით შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან ერთად, სიმონეთის მოხუცთა თავშესაფარში ჩავიდა, ბენეფიციარები პირადად მოინახულა და მათ საჭირო პროდუქტები ადგილზე ჩაუტანა.
რაც შეეხება გზებს , უამინდობისა და ინტენსიური თოვის გამო, სოფლებში გვიან ღამემდე იწმინდებოდა საუბნო მონაკვეთები, გარკვეულ ლოკაციებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლები კი პირადად უწევენ მობილიზაციას გზების მოწესრიგების სამუშაოებს. მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში მუდმივ კონტაქტზე არიან მოსახლეობასთან და მათთვის საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას უწევენ. აბონენტებს სრულად მიეწოდება დენი,ბუნებრივი აირი და წყალი.
სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ,28თებერვლისათვის 7 სკოლში აღდგენილია, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მუნიციპალიტეტის 26 სააღმზრდელო დაწესებულებაში პროცესი,ასევე დღეს განახლდა.საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობით, სასწავლო პროცესი სრულად 4 მარტს აღდგება.
#