13 დეკემბერს უამინდობის გამო ,თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარკვეული
პრობლემები შეიქმნა. უხვი ნალექის გამო კვახჭირის
ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ
ს. სარბევში ლტოლვილების
უბანში დაიტბორა ნატო დემეტრაძის საცხოვრებელი სახლის
სარდაფი და ეზო. დაზარალებულ მოქალაქეს ადგილობრივი
თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები
შეხვდნენ დახმარება აღუთქვეს.
უამინდობის გამო ამ ეტაპზე ელექტრო ენერგია
არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 400 აბონენტს,
მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის
მოსაგვარებლად. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფლში მოსულია
ნალექი თოვლის სახით. მიმდინარეობს გზების გაქწმენდითი
სამუშაოები.