• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

21 მარტი- ტყის დაცვის დღე

 

     21 მარტს , ტყის  დაცვის საერთაშორისო დღე  აღნიშნება.

 

    ამ დღესთან დაკავშირებით , თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით,  მწვანე ნარგავები დაირგო ქალაქის მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

    აქციაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები  და დეპუტატები ,ადგილობრივ მოსახლეობასთნ  ერთად  ჩაერთნენ. გარემოსდაცვითი აქცია მერიის  ა(ა) იპ-ის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.

 

 

   გამწვანების  და გარემოსდაცვითი აქციები თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად იმართება.

    ტყის დაცვის დღე  21 მარტი  გაეროს გენერალურმა ასაბლეამ  1917 წელს  აღიარა და  ის მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება .ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნებს კი მოუწოდებენ განახორციელონ ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება , როგორიცაა გამწვანების კამპანია.

#