თუზში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფ. თუზში ჩაფიჩაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 315727 ლარს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 4000 მ2-ზე. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მეკა".
სოფელ თუზში მშენებარე გზის პროექტი,დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა,მანუჩარ რობაქიძე მონიტორინგზე საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ბარათაშვილთან,
მოადგილე- მირზა ქოჩიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.