თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის მასა ჩამოიშალა
უხვი ნალექის შედეგად თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის მასა ჩამოიშალა. ჩამოშლილმა მიწის მასამ მოძრაობის პრობლემები შექმნა სოფელ თუზი -თავასას დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასა და ცინაძეები -რიჟამაძეების საუბნო გზაზე.
ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ასევე სოფელ ღვანკითშიც , სადაც ადიდებული ღელედან გადმოსულმა წყალმა გავაშელაშვილი-ქურცაძეების საუბნო გზა დატბორა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების
წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები და სანიაღვრეები.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძესთან ერთად და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ორი სოფლის 550 აბონენტს.