ტრადიციული სამუშაო თათბირი მერიაში
დღეს,8 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე , მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ასევე ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ, დასასრულებელ და გარდამავალ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის მერმა განიხილა საკითხები, რომლებიც
უახლოეს დროში სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
მერის წარმომადგენლებმა სოფლებში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს,რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა, ყველა პროექტი ხარისხისა და ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. 2024 წელს დაგეგმილ 21 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა,წყალმომარაგების სისტემა. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ხოლო დასკვნით ეტაპზეა ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის კეთილმოწყობა. მშენებლობა -რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძევრის და ეწრის სკოლამდელ დაწესებულებებში, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში.სოფლებში ეწყობა საბავშვო და სპორტული ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე დაისვა საკითხი იმ სოფლის ბიბლიოთეკების ამოქმედებასთან დაკავშირებით,სადაც უკვე არსებობს წიგნადი ფონდი.
სამუშაო შეხვედრაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა სოციალური პროგრამების ეფექტურად განხორციელების შესახებ ისაუბრა.