თერჯოლობა- 2024
თერჯოლაში სახალხო დღესასწაული ,,თერჯოლობა- 2024" მიმდინარეობს. ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს ულამაზესი კუთხის , იმერეთის მრავალფეროვანი სამზარეულო, ტრადიციული იმერული კერძები და საუკეთესო ჯიშის თეთრი და წითელი ღვინები, სამეწარმეო მაკეტი, ნახატების გამოფენა, ბავშვთა გასართობი სივრცე.
სახალხო დღესასწაული, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მას
ესწრებიან:იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ლევან ზალკალიანი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,უამრავი მოწვეული სტუმარი და ადგილობრივი .