• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის ურბანული განახლება აქტიურად მიმდინარეობს

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ძირითადი მიმართულება საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნების, ტრენაჟორებისა და სკვერების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების რეაბილიტაციაა.

🔷მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

🔷პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საფეხმავლო ბილიკების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოსტავას ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს.

✅თერჯოლის მერმა, ლაშა გოგიაშვილლმა ხაზგასმით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა , რომელსაც მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიდან იღებს.

🗣️🗣️,,ძალიან სასიხარულოა, როდესაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით ხორციელდება, სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება, რაც თერჯოლას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს"- ლაშა გოგიაშვილი

✅მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,დაგი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.პროექტები განხორციელდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

#