• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის თეატრმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „ომის ღმერთი“ წარადგინა

22 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, ფესტივალ „თეატრალური იმერეთი -2025 -ის“ ფარგლებში, თერჯოლის სახალხო თეატრმა მაყურებლის წინაშე  იასმინა რეზას  მოტივებზე შექმნილი  შავი კომედია – „ომის ღმერთი“ წარადგინა.

    სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა –  თანამედროვე ოჯახის პრობლები , ურთიერთობები ,დაპირისპირება ,ირონია და სხვა  მნიშვნელოვანი თემები ერთ სცენაზე გაერთიანდა.

წარმოდგენას  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 თეატრალური ფესტივალი  იმერეთში  მეთექვსმეტედ იმართება და  მისი წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურის  სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.

#