თერჯოლის გამარჯვებით დასრულდა საფეხბურთო მატჩი ,, საპოვნელასა,, და ტყიბულის,,მეშახტეს,, შორის . რეგიონული ლიგის გათამაშების დასავლეთის ზონის საფეხბურთო ტურნირი თერჯოლაში გაიმართა. თერჯოლის სასპორტო სკოლასთან არსებული საფეხბურთო გუნდი ,,საპოვნელა"
, ტყიბულის საფეხბურთო კლუბ ,,მეშახტეს,, დაუპირისპირდა . შეჯიბრის პირველი ტაიმი თერჯოლელი ფეხბურთელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მეტოქემ მოახერხა ერთი გოლის გატანა,თუმცა საბოლოოდ საპოვნელას ფეხბურთელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს ტყიბულელების კარში . მატჩი თერჯოლელების გამარჯვებით 4:1 დასრულდა. საფეხბურთო მატჩს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე დაესწრო ,საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად.