• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთის გუბერნატორ ლევან ზალკალიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად თერჯოლის ვ. კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მონიტორინგზე იმყოფებოდნენ.
თერჯოლის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს . ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ,შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა და შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა სკოლის ეზო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის შიდა სამუშაოები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და სველი წერტილები, დაგეგმილია ოთახების იატაკის,კედლების , ჭერის , სცენის და ასევე ეზოს კეთილმოწყობა. პროექტი გარდამავალია და 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია ,რომ სამუსიკო სკოლაში 4 სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით 173 მოსწავლე სწავლობს.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#