თერჯოლის სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელ გამოფენა მოეწყო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, თერჯოლის სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელ გამოფენას დაესწრო.
გამოფენაზე საახალწლო თემაზე შესრულებული 100-ზე მეტი მოსწავლის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
მანუჩარ რობაქიძემ სამხატვრო სკოლის პედაგოგებს და აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.