თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო .
საგაზაფხულო თემატიკაზე გამართული გამოფენა მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან -ნინო ჩხიკვაძესთან ერთად დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, სამხატვრო სკოლაში სწავლა უფასოა,ამ ეტაპზე აქ 100 მოსწავლე ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა დარგს.
სკოლის დირექტორის - თამარ ღარიბაშვილის განცხადებით, ქვედა სიმონეთიდან ნიჭიერი მოსწავლე - მარიამ ბარდაველიძე შეუერთდა სამხატვრო სკოლას, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ადგილობრივი
ხელისუფლება უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას და საჭირო სამხატვრო მასალებით მომარაგებას.
თამარ ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აღნიშნული ინიციატივის ავტორს, მანუჩარ რობაქიძეს.
მერის განმარტებით, ხელოვნების სფეროს მხარდაჭერა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის , ასევე ხელისუფლებისათვის, რომლისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა და ხელშეწყობა