• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის სახალხო თეატრის სპექტაკლის პრემიერა

დღეს, 22 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,თერჯოლის  სახალხო  თეატრი  პრემიერით        ,, ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს „ წარსდგა.  ქუთაისის ლ.მესხიშვილის თეატრის  სცენაზე ავთო ვარსიმაშვილის ერთ მოქმედებიანი  კომედია, ზღაპარი დიდებისთვის  , რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ წარ მო ად გინა.

 ისტორია  იწყება გამოგონილ სიყვარულზე, რომელიც მთავარი გმირების მონოტონურ ცხოვრებაში  საოცარ,ახალ  მოულოდნელ თავგადასავლად იქცევა.

პრემიერას მოქალაქეებთან ერთად  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე ,საკრებულოს და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.


სპექტაკლში მონაწილეობდნენ : 

ირაკლი - კოტე რობაქიძე ( მოწვეული მსახიობი)

თინა - ნანა ამირანაშვილი

სოფიკო  - ლელა ამირანაშვილი

ლიზა - მარიამ კირკიტაძე  (დებიუტი)

,,თეატრალური იმერეთი 2024’’   12 ივნისს გაიხსნა და  26 ივნისს დაიხურება.

პროექტს უკვე მეთხუთმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.  ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თერჯოლელი თეატრალები,  მშობლიურ  ქალაქში  სპექტაკლის  ჩვენებას,  24 ივნისს , 17:00 საათზე კულტურის სახლში გამართავენ.

#