თერჯოლის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის დავალებით მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მუშაობას აგრძელებს იმ სოფლებში ,სადაც თოვლის საფარი, გადაადგილების პრობლემებს ქმნის.
ამ დროისთვის, შესაბამისი ტექნიკა ქალაქის ტერიტორიაზე და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად ადმინისტრაციულ ერთეულებში მუშაობს.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს; სოფელ რუფოთში, ალისუბანსა და თუზში. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, გზები გაიწმინდება სოფელ გოდოგანში.
ამ ეტაპზე, თოვლის საფარი ცენტრალურ გზებზე გადაადგილების მხრივ პრობლემას არ ქმნის.
გზის გაწმენდით სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური ახორციელებს.