• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

🎓🎓თერჯოლის მუნიციპალიტეტში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა



👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ფულადი პრიზითა და ბიბლუსის სასაჩუქრე წიგნებით დააჯილდოვა.

🗣️🗣️,,ვფიქრობ განათლების მხარდაჭერა ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რომელიც მომავალი თაობის განვითარებას ეხება. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. გახსოვდეთ, რომ სწავლისადმი სიყვარული, მონდომება და მიზანსწრაფვა ყოველთვის დაგიფასდებათ. ოქროსა და ვერცხლის მედალი ეს არის სიმბოლური ჯილდო, რომლის მიღებისთვის ძალიან დიდი შრომა გაიღეთ და გისურვებთ მომავალშიც ასე გააგრძელოთ. საამაყო და სასიხარულოა, რომ თერჯოლაში გასულ წელთან შედარებით მედალოსანთა რაოდენობა გაიზარდა.ვისურვებდი, სამომავლოდ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიგემართოთ.მინდა მადლობა გადავუხადო საგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებს და თქვენს მშობლებს ღირსეული თაობის აღზრდისთვის, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს.“-მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე.

🏅🏅საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 49 ოქროსა და 11 ვერცხლის მედალოსანია.

🎓🎓ღონისძიება, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და წარმატებულ მოსწავლეთა წარმოჩენა, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
👤👥ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ზვიად გვადიბაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#