თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისაგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად გრძელდება.
გზების გაწმენდის მონიტორინგზე, დღეს 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრი -ზვიად შალამბერიძე , თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ რობაქიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ჩხარი-ეწრის თემში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომ წარმოქმნილი გამოწვევები დროულად და ოპერატიულად გადაიჭრას.
შეუფერხებლად მუშაობს სამაშველო, გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურები.აღნიშნულ ლოკაციებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მომდინარეობს.
სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით - ამ ეტაპისთვის 24 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური და საუბნო გზების გასაწმენდად.