• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქის ქუჩები იწმინდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქის ქუჩები იწმინდება. იწმინდება, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დაქირავებული ტექნიკა.
ავარიული გამორთვის გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მერიის მუნიციპალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
გზების გაწმენდითი სამუშაოების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე
ახორციელებენ.
#