თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
🔷მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თერჯოლაში, სოფელ ახალთერჯოლასა და ეწერში იმყოფებოდა, სადაც სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო , ბენეფიციარებს გაესაუბრა და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდა.
💬💬,,სახლდაზიანების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, წარმატებით ხორციელდება. ამ დროისთვის დასრულებულია ოთხი ბენეფიციარის სახლის მშენებლობა, პროცესი აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წელს #ცხრავე ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას“-ლაშა გოგიაშვილი
🏠🏠შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა , რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ნაცვლად #ხუთი სახლისა, #ცხრა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდება.
🔷სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
🏠🏠სამუშაო შეხვედრას, ახალთერჯოლისა და სიქთარვის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.