• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

🏠🏠თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა დაიწყო

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან, მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად, სოფელ სკანდესა და ღვანკითში სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს გაეცნო , მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრა.


👉,, სოციალური მიმართულებით,  ოჯახების გაძლიერების მიზნით, თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მოქმედი ,,სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში სულ #რვა  სახლი აშენდა. მიმდინარე წელს კი #ცხრა ახალი სახლის მშენებლობა დასრულდება. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. ჩვენ ვიზრუნებთ სახლდაზიანების პროგრამა სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბური  გავხადოთ, შესაბამისად, მეტი სოციალურად დაუცველი,  ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით “- ლაშა გოგიაშვილი.


📣📣შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა , რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ნაცვლად #ხუთი სახლისა,  #ცხრა  საცხოვრებელი სახლი აშენდება.


👩‍💻🧑‍💻მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.


🏗️🏗️სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, იდეა-მშენი’’ ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს.


✅ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე, ზედა საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი, ასევე ღვანკითის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ჭანკვეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდა.

#