• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

🏡🏠თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული #ათი ოჯახისათვის სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

🔶მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესებს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ ესაუბრა.

🔊შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის #მერის ინიციატივით, ადგილობრივ ბიუჯეტში სახლდაზიანების პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა , რომლის ფარგლებში #ათი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

📌გარდა ამისა, სოციალური მიმართულებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, მერიამ რამდენიმე ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

🔶პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში. ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს.

✅სამუშაო შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩხიკვაძე, სიქთარვა-ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე, ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ჭანკვეტაძე, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები ესწრებოდნენ.

#