• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან, მანუჩარ რობაქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ჯემალ ისაკაძესთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა. ,,ხალდაზიანების“ პროგრამა უკვე მეხუთე წელია წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში, მიმდინარე წელს 10 ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონს შეადგენს. მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში კი, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.“-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი,მანუჩარ რობაქიძე.

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.

როგორც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ბადრი ბრეგაძემ აღნიშნა ,,ეს არის სიკეთის პროგრამა, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება. პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა შესაბამისი კომისიის მიერ, საცხოვრებელი პირობების ადგილზე გადამოწმება, დეტალური განხილვა და დაკმაყოფილება.“

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

ბენეფიციარებს ახალმოსახლეობა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ალისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბადრი ბუცხრიკიძემ; ძევრის,ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანუჩარ ფანჩულიძემ, ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ზურა ლომთაძემ , საკრებულოს წევრებმა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლება მიულოცეს.

#