პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 4 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
4 მარტი-თუზი (თუზის კლუბის შენობა)- 11:00 საათი
4 მარტი-ვარდიგორა(ვარდიგორის საჯარო სკოლა)-12:00 საათი
4 მარტი-ზედა საზანო (ზედა საზანოს საჯარო სკოლა)- 13:30 საათი
4 მარტი-ჩიხორი, მუჯირეთი, სკანდე (ჩიხორის ცენტრი)-14:30 საათი
4 მარტი-რუფოთი (რუფოთის ადმინისტრაციული შენობა)-16:00 საათი
7 მარტი-გოგნი (გოგნის ადმინისტრაციული შენობა)-11:00 საათი
7 მარტი-ჩხარი (ჩხარის ადმინისტრაციული შენობა)-12:30 საათი
7 მარტი-ძევრი (ძევრის საჯარო სკოლა)-14:00 საათი
7 მარტი-ზედა ალისუბანი (ზედა ალისუბნის საჯარო სკოლა)- 15:30 საათი
7 მარტი-ქვედა ალისუბანი (ქვედა ალისუბნის საჯარო სკოლა)-16:30 საათი
9 მარტი-ღვანკითი (ღვანკითის ადმინისტრაციული შენობა)-11:00 საათი
9 მარტი-ახალთერჯოლა (ახალთერჯოლის საჯარო სკოლა)-12:30 საათი
9 მარტი-სიქთარვა (სიქთარვის ადმინისტრაციული შენობა)-14:00 საათი
9 მარტი-ბარდუბანი (ბარდუბნის ადმინისტრაციული შენობა)-15:30 საათი
9 მარტი- ეწერი (ეწრის ადმინისტრაციული შენობა)
10 მარტი-ნახშირღელე (ნახშირღელის ადმინისტრაციული შენობა)-11:00 საათი
10 მარტი- ქვედა სიმონეთი (ქვ.სიმონეთის ადმინისტრაციული შენობა)-12:30 საათი
10 მარტი-ზედა სიმონეთი (ზედა სიმონეთის კლუბი)-14:00 საათი
11 მარტი-გოდოგანი (გოდოგნის საჯარო სკოლა)- 11:00 საათი
11 მარტი- კვახჭირი (კვახჭირის ადმინისტრაციული შენობა)-12:30 საათი
11 მარტი- ჭოგნარი (ჭოგნარის საჯარო სკოლა)- 14:00 საათი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რის გამოც დასახლებებში გაიმართება საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებლი პროექტების შერჩევის თაობაზე.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა
თავშეყრის ადგილის შესახებ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრები ღია სივრცეში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.