📌თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
🔷ნახშირღელისა და ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრო.
🔷სოფელ ნახშირღელის მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით; ლანჩავების უბანში გარე განათების მოწყობა, ხოლო ნავენახევში წყაროს რეაბილიტაცია დაასახელა.
🔷ქვედა სიმონეთის თემში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შემდეგი პროექტები გახორციელდება;
სოფლის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელი, ნიკოლაძეების უბანში ცხაური, ხოლო ქვებულას უბანში სანიაღვრე არხი მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება გარე განათება.
🔷პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს.
🔷სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პერიოდულად გაიმართება.
#გაიგერაკეთდება
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023
#თერჯოლის_მერია