🔷სოფლის საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები ჭოგნარისა და კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
🔷შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრო.
🔷სოფელ ჭოგნარში ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
🔷კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხმათა უმრავლესობით სკვერისა და სკოლის სტადიონის მოწყობა დასახელდა; ოდილაურში მინი სტადიონი და სანიაღვრე არხი მოეწყობა, ხოლო სარბევში გარე განათება დამონტაჟდება.
🔷მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრა სოფელ ნახშირღელეში 15:30, ხოლო ქვედა სიმონეთში-17:00 საათზე გაიმართება.
🔊შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 690 000 ლარი გამოიყო.
#გაიგე_რა_კეთდება
#სოფლის_პროგრამები