შეხვედრები გოდოგნის, კვახჭირისა და ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელთაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრო.