თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა
დღეს, 14 თებერვალს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გოგნის,ჩხარის და ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული
პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:
• ოქონა-მინი მოედნის მოწყობა;
• სეფარეთი-წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
• გოგნი-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
• ჩხარი-სკვერის მოწყობა;
• მაცხოვარი-გარე განათების მოწყობა;
სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორმოცდახუთივე სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით შერჩეული საპროექტო წინადადებები, მიმდინარე წელს განხორციელდება.