• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

👩🏻‍🦽🧑‍🦽თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ.

👨🏻‍🦽🧑‍🦽შშმ პირებს ეტლები თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ ასოციაციისა და ამერიკული დონორი ორგანიზაციის LDS Charities - ის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა, ასევე რამდენიმე ბენეფიციარი ადგილზე მოინახულა.

🧑‍🦽👩🏻‍🦽სოციალური აქციის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ახორციელებს, გადასაადგილებელი ეტლი 20 - მა შშმ პირმა მიიღო. აღნიშნული ეტლები, ამერიკული დონორი ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, ბენეფიციარების ყველა ნიუანსის გათვალისწინებითაა დამზადებული.

✔️პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

#