თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ასვე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, დღეს გოგონებისა და ვაჟთა გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა .
ფინალში ერთმანეთს, გოგონათა გუნდებს შორის სსიპ ქალაქ თერჯოლის #2 საჯარო და თუზის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ, რომელიც ქალაქ თერჯოლის #2 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.
ვვაჟთა გუნდებს შორის გამრჯვება
მოიპოვა თერჯოლის #2 საჯარო სკოლამ, რომელიც ფინალურ ეტაპზე თერჯოლის #1 საჯარო სკოლას დაუპირისპირდა.
სასკოლო სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე , სკოლის პედაგოგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, ფინალში მონაწილე და გამარჯვებული გუნდები შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა.
პროექტის მიზანია , საქართველოში, სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარებისთვის ხელშეწყობა.