• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება


დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან , დავით გოგბერაშვილთან ერთად სოფელ თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
#ამ_დროისთვის შესაბამისი ტექნიკით, არმირებული ბეტონის საფარით საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში 900 გრძ/მ გზა მოეწყობა.
სამუშაო შეხვედრას თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მამუკა გოგბერაშვილი და ადგილობრივები ესწრებოდნენ
#