დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გურამ ცირეკიძესთან ერთად ხორხის უბნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა და პროექტის ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა ,, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება, ხორხის უბანში პროექტის ფარგლებში 400 მეტრამდე არმირებული ბეტონის საფარის საავტომობილო გზა მოეწყო. გარდა ამისა , სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭალასთავში, #ამ_დროისთვის დასრულებულია 900-მდე გზის მშენებლობა . პროექტი 2024 წელს სრულად განხორციელდება“.
#გრძელდება ჭიჭინაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში 950 მ-მდე არმირებული ბეტონის საფარის გზა მოეწყობა.
გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.