🟢თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ თუზსა და გოდოგანში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
🛣️დღეს მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები; ჯემალ ისაკაძე და დავით გოგბერაშვილი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის ვადებისა და ხარისხის დაცვის შესახებ.
🟢#ამ_დროისთვის თავასა-თუზის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
🛣️გარდა ამისა, მიმდინარეობს სოფელ გოდოგანში, ჭიჭინაძეების უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს.