• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან ერთად, ქალაქ თერჯოლაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა, სადაც პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრა.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ დროისთვის ვარლამ მაკარიძის ქუჩაზე, ასევე მაჩიტიძეების უბანში ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რაც თერჯოლის მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ქალაქის მასშტაბით, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება სოფელ ღვანკითსა და სარბევში გზის მოწყობის სამუშაოები.“-ლაშა გოგიაშვილი

🛣️🛣️დღესვე, ხელმძღვანელი პირები სოფელ ბარდუბანშიც იმყოფებოდნენ, სადაც ბარდუბანი-სათემოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

🛣️🛣️აღნიშნული გზების რეაბილიტაცია რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

🛣️🛣️გარდა ამისა, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელ ჩხარი-ეწერსა და ჩიხორში, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყობა;
🛣️🛣️ჩხარი-ეწერი ძევრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
🛣️🛣️ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

✅სამუშაო შეხვედრაზე მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე, ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ვერულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

#