🛣️🛣️საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ და მერის მოადგილემ, მირზა ქოჩიაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.
🛣️🛣️დასკვნით ეტაპზეა ქალაქ თერჯოლაში მაჩიტიძეების უბანში არსებული გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.
#აქტიურ ფაზაშია თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა;
#პირველი_ეტაპის სამუშაოები დასრულებულია სოფელ საზანოში, ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე;
#პარალელურად, გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ძევრში გოგიაშვილების უბანში, სადაც არსებული გზა რთულად მისასვლელი და ამორტიზებულია. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
🛣️🛣️სამუშაო შეხვედრას, ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.