• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

🇪🇺🇪🇺თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა

🇪🇺🇪🇺თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

🇪🇺🇪🇺შეხვედრის მონაწილეებს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ ცენტრის მიზნებსა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

🇪🇺🇪🇺საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე .

🇪🇺🇪🇺ასევე, საუბარი შეეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

🇪🇺🇪🇺დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

🇪🇺🇪🇺შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

🇪🇺🇪🇺საინფორმაციო შეხვედრას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ჯემალ ისაკაძე და ნინო ჩხიკვაძე, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#