🔷დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსში იმყოფებოდა.
🔶პედაგოგებმა სტუმრებს სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და დამატებით საჭიროებებს შესახებ ესაუბრნენ.
🔷მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სოფელ ზედა საზანოში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირეკონტინგენტიანი სკოლა აშენდა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
🔶შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
🔷დღესვე სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს,რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობით დატვირთული იყო. ხელმძღვანელმა პირებმა თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს, ასევე სასკოლო ცხოვრებაში წარმატებები უსურვეს.