✅საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და სამუშაოების ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრა.
🔻პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.
🔻აღნიშნული პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის მიერ ფინანსდება.
🔻დღესვე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ჩხარში ,, სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი დაათვალიერეს.
🔻მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღის გარე ფასადის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
🔻სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გოლდ ფაუერი“ ახორციელებს, რომელიც საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდება.
✅სამუშაო შეხვედრას, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.