• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს სერთიფიკატები გადასცეს

     თერჯოლის მუნიციპალიტეტში  საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს სერთიფიკატები გადასცეს.

   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებმა მნიშვნელოვან და საჭირო თემატიკაზე   აგებული ტრენინგ-კურსი  მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეში ონლაინ ფორმატში გაიარეს.

  სერთიფიკატები დღეს, მუნიციპალიტეტში  მოქმედ  41 მასწავლებელს, პირადად მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ გადასცა  საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან ერთად და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

  აღნიშნული ტრენინგების ჩატარება  მუნიციპალიტეტში , ბაღის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას   ემსახურება .  ღონისძიება, თერჯოლის  ა(ა)იპ  სკოლამდელ გაერთიანებათა  მუნიციპალური ცენტრის  და საგანმანათლებლო  ცენტრის  ,,ბიზნესი და სისტემა“ ორგანიზებით განხორციელდა. დაგეგმილი სატრენინგო თემატიკის ყველა პუნქტის  პედაგოგებისთვის  მიწოდება კი ტრენერებმა: ნატო მამარდაშვილმა და ხათუნა გვენეტაძემ   უზრუნველყვეს.

სამუშაო შეხვედრას, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი - მაკა ასათიანი, ამავე სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

 

#