• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად ჩხარი-ეწრისა და ძევრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა ადგილზე დაათვალიერა, სადაც პროექტის მიმდინარეობას გაეცნო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

🔶პროექტი რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.გზის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბორანი“ ახორციელებს.აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბარდუბანსა და ჩიხორში.

🔶პროექტის ფარგლებში მოეწყობა; ბარდუბანი-სათემოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
🔶ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

🔶უახლოეს დღეებში დაიწყება სოფელ ღვანკითსა და სარბევში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები.

✅სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე, ასევე ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.

#