თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი ახალი მინი მოედანი გაიხსნა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ახალი სპორტული მოედანი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო.
თანამედროვე სპორტული ობიექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერმამანუჩარ რობაქიძემ ადგილობრივებთან ერთად გახსნა და მოზარდებს საჩუქრად ბურთები გადასცა.
სიქთარვაში, ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნი სოფლის
მხარდამჭერი პროგრამიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო და მისი საერთო ღირებულება 60 000 ლარია.
დღესვე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით რეაბილიტირებული
ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი სოფელ
ჩხარშიც გაიხსნა ,პროექტის ღირებულება კი
53 000 ლარს შეადგენს.