• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა

🎓🎓თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება გაიმართა, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და ამ მიმართულებით მოტივაციის ამაღლება.

🎓🎓მედალოსნები, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო მურადაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან შეყრილაძემ დააჯილდოვეს.

🏅🏅საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით კურსდამთავრებულთაგან ოქროს მედალი 41- მა ხოლო ვერცხლის მედალი 8 წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო. ჯილდო გადაეცა ასევე დამსახურებულ პედაგოგს, დალი სარალიძეს.

🏅🏅ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს საგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის, ასევე სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

🗣️🗣️,,ვფიქრობ განათლების მხარდაჭერა ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რომელიც მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას ემსახურება. ოქროსა და ვერცხლის მედალი ეს არის სიმბოლო დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობის, სწავლისადმი სიყვარულის და პასუხისმგებლობის. ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა თითოეული თქვენგანის წარმატება. ვისურვებდი, სამომავლოდ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიგემართოთ. აქვე მინდა,მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ დალი სარალიძეს, გაწეული შრომისთვის და მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის.“-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ.

👤👥ღონისძიებას მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

🎓🎓მედალოსანთა დაჯილდოება, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

#